"ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება" - ირაკლი კობახიძე ევროკომისიის დასკვნაზე

ირაკლი კობახიძე

"ყველამ იცის, რომ საქართველო ობიექტურად უსწრებს უკრაინასაც და მოლდოვასაც. აქედან გამომდინარე, ეს არის ცარიელი სპეკულაცია - ყველა პარამეტრით საქართველო ორივე ქვეყანაზე წინ არის, ეს არის ობიექტური რეალობა, დანარჩენი კი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„მთავრობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ განაცხადი ყოფილიყო წარმატებული, თუმცა გვესმის, რომ ეს არ იყო ექსპერტული გადაწყვეტილება, რაც მიიღო კომისიამ და რასაც მიიღებს საბჭო. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რასაც ჰქონდა თავისი სარჩული“, - განაცხადა კობახიძემ.

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რეკომენდაციას უწევს საბჭოს, საქართველოს მიანიჭოს ევროპული პერსპექტივა და შემდეგ კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე პირობების შესრულება შეფასდეს.