VIDEO: ვრცელდება გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1734553956
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი საქართველოში ევროსაბჭოს გენერალური მდივნის, ალენ ბერსეს ვიზიტსა და მასთან გამართულ შეხვედრაზე საუბრობს.
როგორც მაკა ბოჭორიშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, შეხვედრაზე საუბარი სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო, მათ შორის თანამშრომლობას, ასევე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს.
"საქართველო არის ევროსაბჭოს წევრი, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ჩამოვიდა დღეს საქართველოში და დაიწყო შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მას ასევე ექნება შესაძლებლობა, შეხვდეს ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო ორგანიზების წარმომადგენლებს.
დღეს პრემიერ-მინისტრთან ერთად მქონდა შესაძლებლობა ვყოფილიყავი მასთან შეხვედრაზე. ჩვენ ვისაუბრეთ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე, თანამშრომლობაზე და მიმდინარე მოვლენებზე. გენერალურ მდივანს, რა თქმა უნდა, აინტერესებს რა ხდება, როგორია ჩვენი ხედვები, ჩვენი შეფასებები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება იყოს ევროსაბჭოს ინსტიტუტები გამოყენებული საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმისათვის, რომ საქართველოს ინტერესები იყოს სათანადოდ წარმოჩენილი და დაცული. მე ვფიქრობ, ეს იყო ძალიან კარგი შესაძლებლობა, კარგი პოლიტიკური ჟესტი თავად გენერალური მდივნის მხრიდან, რომ ის ჩამოვიდა საქართველოში და გვქონდა შესაძლებლობა, რომ მოგვესმინა ერთმანეთისთვის და პირველ რიგში, მას მოესმინა ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და იმ პოზიციებისთვის, რაც არსებობს ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის," - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი.