,,ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, უპრეცედენტო, რაც აქამდე არ მომხდარა საქართველოში" - ზურაბ რურუა Eagle Hills-ის პროექტზე”

,,ქართული ოცნების“ ვაკის დელეგატი ზუკა რურუა ვაკის რაიონის მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებს

უპრეცედენტო საინვესტიციო პროექტი, როგორც ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტიმული - ასე აფასებს მმართველი გუნდი Eagle Hills-ის პროექტს, რომელიც არაბული ინვესტიციით უნდა აშენდეს.

"პრემიერმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რამხელა ინვესტიცია შემოდის ჩვენს ქვეყანაში 6.6 მილიარდი დოლარის ინვესტირება მოხდება. მიწის მეპატრონე იქნება სახელმწიფო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციაა, უპრეცედენტო, რაც აქამდე არ მომხდარა საქართველოში. ამიტომ, ვფიქრობ ჩვენმა საზოგადოებამ უკვე სწორად შეაფასა და გაანალიზა, თუ რამხელა საქმე გაკეთდება", - აღნიშნა პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ზურაბ რურუამ.

Eagle Hills სამშენებლო სამუშაოებს კრწანისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყებს. მოხდება საქართველოს ისტორიაში ყველაზე მსხვილი, 6 მილიარდ 600 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია. ცნობილია, რომ პროექტი ადგილობრივი სპეციალისტების ჩართულობით განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა ვრცელი ვიდეომიმართვა გუშინ გაავრცელა. ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ პროექტი მოქალაქეების კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება.