ზაზა შათირიშვილი: ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის! ეს იქნება მდიდარი ოჯახების დიქტატურის ოფიციალური დაკანონება ევროპაზე, ამას ემსახურება Ipsos-ის კვლევა რათა შემდეგ საზოგადოებას მმართველობის ახალი ფორმა „შესთავაზონ“

ზაზა შათირიშვილი

რადგან ყველაფერი ზედაპირზე დევს, დროა პასუხი გავცეთ მთავარ კითხვას - რა სჭირდებათ ოლიგარქიულ ოჯახებს მათი გაფუჭებულის სააშკარაოზე გამოტანა და განტევების ვაცის ძიება მათივე აგენტურულ მთავრობებში? რა სჭირდებათ მათ „დემოკრატიულ მმართველობაზე“ ასეთი შეტევა? საქმე იმაშია, რომ ევროპას ამზადებენ კორპორაციული მმართველობისთვის! - ვკითხულობთ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში.

შათირიშვილის თქმით, ამ შედეგს ოლიგარქიული ოჯახები თითქოსდა ხალხის ნების გათვალისწინებით, მათი ხელით დაალაგებენ.

„ეს იქნება მდიდარი ოჯახების დიქტატურის ოფიციალური დაკანონება ევროპაზე, კონტინენტის, როგორც ერთგვარი კორპორაციის ხელში ჩაგდება და საკუთრებაში გადაყვანა. ამ შედეგსაც ოლიგარქები თითქოსდა ხალხის ნების გათვალისწინებით, ხალხის ხელით დაალაგებენ. სწორედ ამ მიზანს ემსახურება Ipsos-ის კვლევა და „დემოკრატიაზე“ განაწყენებული, გაბრაზებული და უიმედო საზოგადოების წინა პლანზე გამოტანა, რათა შემდეგ მათ მმართველობის ახალი ფორმა „შესთავაზონ“, ეს ახალი ფორმა კი სწორედ კორპორაციული მმართველობა იქნება“, - ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.