ეს არის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები, ვინაიდან ამ ყველაფერს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია - ლევან სამუშია

ლელო

ხვალ პარლამენტში, 5 წლის ვადით, ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტს აირჩევენ. ახალი პრეზიდენტის პოსტზე "ქართულმა ოცნებამ" მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.

წელს პირველად, არჩევნები ახალი სისტემით, ამერიკული მოდელით ტარდება და მასში მონაწილეობას მიიღებს 300 წევრისგან შემდგარი კოლეგია. პროცესს, რომელიც პარლამენტის შენობაში გაიმართება, ადმინისტრირებას ცესკო გაუწევს. არჩევნები საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.

ოპოზიცია პროცესს არალეგიტიმურს უწოდებს.

"ეს არის ე.წ. პრეზიდენტის არჩევნები, ვინაიდან ამ ყველაფერს სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია. ყველამ კარგად ვიცით, რომ არჩევნები გააყალბეს, ხელისუფლება მიიტაცეს და აქედან გამომდინარე ამ ყველაფერს ლეგიტიმაცია არ გააჩნია", - აცხადებს "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ლევან სამუშია