„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
"მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალური მოძრაობის განუყოფელი ნაწილია",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს. როგორც ის აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის გარეშე, პარტია ნული არ არის.
“ნაციონალური მოძრაობის" განუყოფელი ნაწილია მიხეილ სააკაშვილი. ოღონდ არიან ადამიანები სოციალურ ქსელში, სოციალური ქსელი კიდევ სხვა სამყაროა, ვიდრე რეალობა, არიან ადამიანები, რომლებიც საუბრობენ, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში”, მიხეილ სააკაშვილის გარეშე, ვართ ნულები, ეს არის დიდი ტყუილი, რომელსაც პირველ რიგში, სააკაშვილი არ დაეთანხმება.
“ნაციონალური მოძრაობის” განუყოფელი ნაწილია სააკაშვილი და არა ის რომ ნულები ვართ. ამას ვხედავთ ჩვენ “ქართულ ოცნებაში”, მე ვერ ვხედავ ვერც ერთ აქტიურ წევს “ნაციონალურ მოძრაობაში", ვინც ნულია, პირიქით, სხვადასხვანაირები ვართ და ჩვენი სიძლიერეც ამაშია”, – ამბობს მელია "ტვ პირველთან".