"ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ამის მისაღწევად ყველანაირ მეთოდს იყენებენ" - ლევან იოსელიანი

იოსელიანი

,მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი ,,ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალი პოლიტსაბჭოს არჩევას ეხმაურება და აცხადებს, რომ პარტიაზე საჯარო სივრცის მიღმა მყოფი ადამიანებს დიდი გავლენა აქვთ. მისივე თქმით, პარტიის შიგნით ძალაუფლებისთვის ბრძოლა მიმდინარეობს და მიზნის მისაღწევად ყველანაირ მეთოდს იყენებენ.

,,მიჭირს ,,ნაციონალური მოძრაობის“ შიდა პროცესებზე საუბარი, მაგრამ რასაც ვხედავ, ეს არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის და ამის მისაღწევად ყველანაირ მეთოდს იყენებენ. სამწუხაროდ, ,,ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგი სტანდარტი არ აჩვენა, პირიქით, აჩვენა, რამდენად ძლიერია პარტიის მიღმა და საჯარო სივრცის მიღმა მყოფი ადამიანების გავლენა პარტიაზე“ _ უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, ბიუროს სხდომის დასრულების შემდეგ, ლევან იოსელიანმა.