ეს არ არის ემოციური თემა, ეს არის პრაგმატულად ჩამოყალიბებული ბოროტი გეგმა ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ - გიორგი ვოლსკი

გიორგი ვოლსკი

რაც უფრო ხელს შეგიშლიან მუშაობაში, რესურსი მოაკლდებათ, რაც მეტი მოაკლდებათ რესურსი გამოხატვის აგრესიული ფორმა გაიზრდება. საქართველოს დროშას, რომ აფრიალებენ, ეს არის ყველაზე დიდი თვალთმაქცობა. ლიდერებს განსაკუთრებით არანაირი უფლება არ აქვთ ქართული დროშის ფრიალის. ესენი არიან პირდაპირ საქართველოს წინააღმდეგ ჩამოყალიბებული სტრატეგიის რევოლუციური გეგმის მიმდევრები, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რითაც ის „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფის მიმართ აქციის მონაწილეთა აგრესიულ ქმედებებს გამოეხმაურა. აქციის მონაწილეები „იმედის“ გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან.

მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის გეგმა უცვლელია და მათ კვლავ სურთ მეორე ფრონტი საქართველოში. მათი ნაბიჯები კი ანტი ეროვნულია.

„არ შეცვლილა ის გეგმა, რასაც ჰქვია მეორე ფრონტის გახსნა, საქართველოს ომში ჩართვის თემა არის დღის წესრიგში კვლავ. ერთ-ერთი მათი მთვრალი წარმომადგენელი, ტოპ ტვინებს, რომ ეძახიან გამოვიდა და პირდაპირ ეთერში ილაპარაკა პირდაპირ ეთერში ილაპარაკა ამასთან დაკავშირებით. იდეა ის არის, რომ როგორმე მოხდეს რუსეთის ძალების დივერსიფიცირება.

ამის პარალელურად მიმდინარეობს ვითარების აბსოლუტური გადალაგება მსოფლიო პოლიტიკურ რუკაზე. ევროკავშირშიც ბევრი რამე შეიცვალა, ევროპარლამენტშიც უკვე ხმამაღლა ისმის საქართველოს მხარდამჭერი განწყობები. ბევრი რამ შეიცვლება აშშ-ს და ევროპის ურთიერთობებში. მოლაპარაკებების გზაზე დადგებიან ეს უშველებელი ძალები რომლებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს. და გვინდა რომ ამ პატარა საქართველოს გადარჩენის გზა დავუტოვოთ. ეს ადამიანები, ამ საგანგებო სიტუაციაში აანალიზებენ შექმნილ სიტუაციას რაც არის მსოფლიოში, ეს არ არის ემოციური თემა, ეს არის პრაგმატულად ჩამოყალიბებული ბოროტი გეგმა ეროვნულ;ლი ინტერესების წინააღმდეგ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, თსუ-ს პირველი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველებმა კარვები დაშალეს.ტერიტორიას ამ წუთებში მერიის დასუფთავების სამსახური ასუფთავებს.

ადგილზე მობილიზებულები რჩებიან საპოლიციო ძალები.