საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა - სად იყო ეპიცენტრი
1733169284
ეს ადამიანები როდესაც ბიძინა ივანიშვილს ახსენებენ, სწორედ მისი სახელით ცდილობენ თვითაქტუალიზაციას - ეს სხვა არაფერია, თუ არა პოპულიზმი, რომ ურეიტინგო პოლიტიკური ფიგურის შექმნისა და შენარჩუნების მცდელობა, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებთან გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.
„ეს ადამიანი გვევლინებოდა მოჩვენებითად, რომ თითქოს ის წარმოადგენდა კანონის უზენაესობის დამცველს, თუმცა მან კანონდამრღვევის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო და პრაქტიკულად გაცხადებულ ალიანსშია ნაცმოძრაობასთან“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.
გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის აბსურდული განცხადებაა. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსენებს და ურჩევს, რომ დებატები ჯერ მოვალეებთან გამართოს.