დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
„ბევრი ირონიული და ცინიკური გამოხმაურება შემხვდა წალენჯიხის ნაციონალ მერზე, ხარჩილავაზე და ცხადია, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე მის მიერ ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა,” - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, იმედია მიხვდებიან წალენჯიხელები, რომ ნაციონალების მიკარება მმართველობასთან არ შეიძლება.
მისი თქმით ნდობა, რომელიც მათ ხარჩილავას გამოუცხადეს ძალიან ცუდად მოუბრუნდათ.
,,ბევრი ირონიული და ცინიკური გამოხმაურება შემხვდა წალენჯიხის ნაციონალ მერზე, ხარჩილავაზე და ცხადია, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე მის მიერ ავტომანქანის ნასვამ მდგომარეობაში მართვა. საქმე იმაშია, რომ წალენჯიხა არის საქართველოში ერთადერთი ქალაქი, რომელსაც ჰყავს ოპოზიციონერი მერი. თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ნაცები, ლელო და მათი სხვა მოკავშირეები, ზოგადად რადიკალური ოპოზიცია ხმამაღლა ამბობდა, რომ წალენჯიხა იქნებოდა მაგალითი იმისა, თუ როგორ სწორად და მწყობრად უნდა განვითარდეს ქალაქი და ეს მხოლოდ ნაციონალს შეეძლო. ხაზარაძემაც ბევრი დაპირება გასცა. მათ წალენჯიხა შეიქმნეს ერთგვარ პლაცდარმად და დაპირდნენ მოსახლეობას, რომ ეს ქალაქი გახდებოდა ერთგვარი მოდელი ოპოზიციის ხედვის, სწრაფი რეფორმებით როგორ უნდა ააყვავო მუნიციპალიტეტის ცენტრი. გამოხდა ხანი და ერთი რამე ვიცით ყველამ, ჩვენც და თითოეულმა წალენჯიხელმა - ნაცების მიკარება მმართველობასთან არაფრით არ შეიძლება. ლოთობის, თაღლითობის, პოლიტიკური დევნის და ფეიბოქსის დადგმის გარდა, ხარჩილავაზე არავის არაფერი ახსენდება. იმედი მაქვს ადგილობრივი მოსახლეობა აუცილებლად გამოიტანს დასკვნებს და გაიაზრებს, რომ ის ნდობა, რაც მათ ხარჩილავას გამოუცხადეს, უკან ძალიან ცუდად დაუბრუნდათ!” - წერს ნიკოლეიშვილი.