დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი NDI-ის კვლევების შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ ყოველ ჯერზე, როცა კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი, რასაც იწვევს პოლარიზაციის გაღრმავებაა. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილმა NDI-ის 2012 წლის კვლევა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ "ქართული ოცნების" რეიტინგთან დაკავშირებით კვლევამ მცდარი პროცენტი აჩვენა.
"ამ კვლევებთან ჩემი დამოკიდებულება მაქვს და არა მხოლოდ პოლიტიკიდან, არამედ როგორც მოქალაქეს. ჩვენ გვახსოვს NDI-ის კვლევა 2012 წელს, როდესაც მათ თქვეს, რომ "ქართულ ოცნებას“ მხარს უჭერდა 10 პროცენტი და რამდენიმე კვირაში აღმოჩნდა 55 პროცენტი. საერთო ჯამში, თუ ამ კვლევებს დავაკვირდებით, არც პოლიტიკოსები ეყრდნობიან ამ კვლევებს, მოქალაქეებსაც თავისი სკეპტიციზმი აქვთ, ერთადერთი, რა შედეგიც მოაქვს ამ კვლევების გამოქვეყნებას, ეს არის კვლავ პოლარიზაციის გაღრმავება, ფრუსტრაციის გაღრმავება და დაბნეულობის გამოწვევა მოსახლეობაში. ვერც ვხვდები, რა მიზანი აქვს ამ კვლევებს. ყოველ ჯერზე, როცა ეს კვლევები ქვეყნდება, ერთადერთი, რასაც ეს კვლევა იწვევს არის პოლარიზაციის გაღრმავება.
მათ ადგილას დავფიქრდებოდი, ამ კვლევების ჩატარებას რამდენად აქვს აზრი. გამომდინარე იქიდან, რომ ამ კვლევებს ნდობა არავის მხრიდან აღარ აქვს, სავალდებულო კომენტარების მიცემა გვიწევს და ერთი დღის ინფორმაციაა, რომელიც ისევ რადიკალიზაციას, პოლარიზაციას აღრმავებს, სხვა არანაირი გამოყენებითი დანიშნულება არ აქვს. ყოველ ჯერზე ცდებოდა და ვფიქრობ, დროა, თვითკრიტიკულად შეხედონ ამ პროცესს და დაფიქრდნენ, თავად ვნებს ამ მნიშვნელოვანი და საპატივცემულო ორგანიზაციის სანდოობას. ყოველ ჯერზე ეს კვლევა ცდება, მგონი, რაღაც დასკვნები უნდა გამოიტანონ," – განაცხადა პაპუაშვილმა.