გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებს
1732361130
ერთადერთი იყო სენატორი შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე, სხვას არავის უსაუბრია გადახედვაზე, შაჰინი 2012 წლამდე იყო ნაცმოძრაობის მეგობარი და დღემდე რჩება სამწუხაროდ ნაცმოძრაობის მეგობრად - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ირაკლი კობახიძის თქმით, ეს არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის ენჯეოებზე და ენჯეოებს იმ თანხებს არავინ ჩამოაჭრის.
„ეს თქვა ერთმა სენატორმა, ეს იყო შაჰინი, რომელმაც ისაუბრა გადახედვაზე. სხვას არ უსაუბრია არავის გადახედვაზე, ერთადერთი იყო შაჰინი, რომელიც 2012 წლამდე იყო ნაცმოძრაობის მეგობარი და დღემდე რჩება სამწუხაროდ ნაცმოძრაობის მეგობრად. ეს არის რეალობა. შესაბამისად, გადახედვაზე სხვას არავის არაფერი უთქვამს.
რაც შეეხება დაფინანსების გადახედვას, ეს არ მოხდება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ამ დაფინანსების უდიდესი ნაწილი მიდის ენჯეოებზე და ენჯეოებს იმ თანხებს არავინ ჩამოაჭრის. ეს ძალიან კარგად იციან და სხვათაშორის შაჰინსაც აქვს ნათქვამი იგივე სხდომაზე. ანუ დაფინანსებაზე საუბარი ზედმეტია, შაჰინის მოწოდებას რაც შეეხება, რომ პარტნიორობას გადახედონ, ამასაც მე მგონია, რომ არავინ გაიზიარებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.