ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია - ის იქნება მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში - კობახიძე

„ქართული ოცნებისი“ თავმჯდომარე

ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ განაცხადა.

ის „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ნიკა მელია დაჩაგრეს, ვინაიდან ის დავით კეზერაშვილისა და ვანო მერაბიშვილის ფავორიტებში არ შედის.

„სინამდვილეში, ეს არის არა არჩევნები, რასაც ვაკვირდებით, არამედ, ეს არის მელიას გადაყენების პროცესი, ანუ არის ოლიგარქიული გავლენები, კეზერაშვილს ჰყავს თავისი ფავორიტები და მათ არ განეკუთვნება მელია, რომელიც ამ შემთხვევაში დაჩაგრეს. მთავარი ფავორიტები მეორე მხარეს არიან, ეს არის მერაბიშვილი, ვინც ძირითადად საქართველოში მართავს პროცესებს ამ მხარეს, მათ განეკუთვნება კირკიტაძე, ხაბეიშვილი და ა.შ. მათ გადაწყვიტეს ხაბეიშვილი საკუთარ კანდიდატად წარმოეყენებინათ. ოლიგარქიული გავლენებია, ორი კლანური დაჯგუფება გამოიკვეთა პარტიის შიგნით და ისინი ებრძვიან ერთმანეთს, ანუ ჭამენ ერთმანეთს, ჩვენ ვერაფერი დაგვიშავეს, რიგგარეშე არჩევნებს ითხოვდნენ და რიგგარეშე არჩევნები საკუთარ პარტიაში დანიშნეს, ასე დაასრულეს მათ საკუთარი გმირული საბოტაჟი ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ.

რაც შეეხება ხაბეიშვილის პერსონას, ეს თავისთავად მეტყველებს თავიდან ბოლომდე იმაზე, რა მდგომარეობაშია, რა კონდიციაშია ეს პოლიტიკური პარტია, არც ერთ პარტიას არ ვუსურვებ ასეთ კონდიციას, სადაც „ნაცმოძრაობაა“, თუმცა, ეს ქვეყნისთვის ძალიან კარგია. ეს არის კომიკური მდგომარეობა. ხაბეიშვილი პატარა ბოლშევიკია, რა თქმა უნდა, პატარა ბოლშევიკი, დიდ ბოლშევიკებს ვერ მომართავს, მთავარი მიზეზი, თუ რა არის მისი დაყენების უკან, არის ის, რომ ის უნდა იყოს ფორმალური თავმჯდომარე, სინამდვილეში, პროცესები უნდა მართონ - კეზერაშვილმა ქვეყნის გარედან, მერაბიშვილმა ქვეყნის შიგნით. რა თქმა უნდა, არავითარი თავმჯდომარე ხაბეიშვილი არ იქნება, ის იქნება ერთგვარი მარიონეტი დიდი ბოლშევიკების ხელში, როგორებიც კეზერაშვილი და მერაბიშვილი არიან“, - განაცხადა კობახიძემ.

კითხვაზე, თუ ვის მხარეს შეიძლება პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი იყოს, კობახიძე პასუხობს, რომ მას ამ ეტაპზე არ აქვს მაინც და მაინც დიდი გავლენა ამ კონკრეტულ პროცესზე.

"სადაც დაინახავს, რომ მეტი ძალაა, ალბათ, იმას დაუჭერს მხარს. მე მგონია, რომ ის საბოლოო ჯამში ღიად გამოაცხადებს, რომ ხაბეიშვილს დაუჭერს მხარს“, - განაცხადა კობახიძემ.