ცნობილია, 2025 წლის 4 მთავარი ფავორიტი ზოდიაქოს ნიშანი
1731702760
"ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"საქართველოში სასამართლოზე ორგანიზებული შეტევების და ხელოვნური დისკრედიტაციის ანატომია
(გეგმა, მიზნები, მონაწილეები)
მოვდუნდით 10 წლით და მივეცით ქვეყანა ოლიგარქს სამართავად. ბებერმა ევროპამ "შეგვაღვიძა“ და დეოლიგარქიზაციის დრო მოვიდაო. ახლა გაღვიძება და ფეხზე დადგომა უკვე ჩვენზეა .... ახლა გამოჩნდება რისი ტრ... გვაქვს“ (ავტორის სტილი სრულად დაცულია, 2022 წლის 18 ივნისის ფეისბუქის პოსტი), რომელიც გამოქვეყნებულია 2022 წლის 20 ივნისის აქციის წინა დღეებში.
ეს არ გეგონოთ ვინმე რიგითი პოლიტ-ანგაჟირებული მოქალაქის ფეისბუქ-პოსტი. მისი ავტორი(ფეისბუქის პროფილის კუთვნილება და პოსტის ავთენტურობა დადგენილია შესაბამისი წესით), რომელიც საჯაროდ გამოხატავს მის განსაკუთრებულად დადებით განწყობას 2012 წლამდე მოქმედი ხელისუფლების მიმართ და მკვეთრ პოლიტიკურ ოპოზიციურ პოზიციას აფიქსირებს დღევანდელი ხელისუფლების მიმართ , გახლავთ არც ერთი მეტი არც ნაკლები, USAID-ის (აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს) და აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Intitute) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის PROLOG (Promoting Rule of Law in Georgia) -ის ხელმძღვანელის მოადგილის და მართლმსაჯულების პოლიტიკისა და კანონმდებლობის რეფორმების მიმართულების ხელმძღვანელის ა.შ.შ-ს საელჩოს ხაზით - ინგა თოდრია. და ვინ არის ინგა თოდრია? ქალბატონი ინგა ყოფილი მოსამართლეა, რომელიც წლების განმავლობაში იკავებდა პირველი და სააპელაციო ინსტანციის მოსამართლის თანამდებობას, ხოლო 2010 წლიდან გახდა ა.შ.შ.-ს საელჩოს საქართველოში მართლმსაჯულების პოლიტიკის განსაზღვრის და რეფორმების მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელი.
საინტერესოა ის გარემოება, რომ აღნიშნული პოლიტიკური პოსტებისა და პოლიტიკური მოტივაციის პარალელურად, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ინგა თოდრიას ძირითად საქმიანობას (www.ewmi-prolog.org) დეტალურად არის მითითებული) - ამერიკელი ხალხის სახელით (USAID – From the American People) საქართველოში სასამართლო რეფორმების პოლიტიკის შემუშავება და რეკომენდაციების მომზადება წარმოადგენს. სწორედ ამ რეკომენდაციების დიდი ნუსხა აშშ-ის საელჩომ საქართველოს პარლამენტს 2022 წლის აგვისტოში წარუდგინა, თუმცა მათ შორის დაჟინებით ითხოვდა სამი უპრეცედენტო და ძირითადი რეკომენდაცია/ინსტრუქციის შესრულებას, რომელიც ჯერ სასამართლო ხელისუფლების პარალიზებას და შემდგომში კი მისი ფაქტობრივად პირდაპირ ოპოზიციისთვის დაქვემდებარებას გამოიწვევდა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ა.შ.შ.-ს საელჩოს მხრიდან(სადაც სწორედ ამ მიმართულების ერთ-ერთი ხელმძღვანელია ინგა თოდრია, რომლის ფეისბუქ პოსტიდანაც აშკარად ჩანს მისი განზრახვები) იმ კაბალურ, უპრედედენტო სარეფორმო მოთხოვნებთან დაკავშირებით სასამართლოს ნაწილში გავრცელდა „ხალხის ძალის“ განცხადება 2022 წლის 16 აგვისტოს, სადაც ხაზი გაესვა, რომ რომ ასეთი ულტიმატუმები საკანონმდებლო ცვლილებებზე მიუღებელი იყო და თუ რა მიზნები იკვეთებოდა მათ უკან.
თუმცა, დღეს არსებული რეალობის უკეთ აღსაქმელად, უმჯობესი იქნება ასევე დეტალურად გავიხსენოთ და სიღრმისეულად აღვწეროთ, ქ-ნ ინგა თოდრიას დამსაქმებლის - აღმოსავლეთ-დასავლეთის მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID)-ს მიზნები და საქმიანობა, როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
ძალიან შორს წარსულშიც, რომ არ დავბრუნდეთ 1998-2001 წლებში სააკაშვილის პოლიტიკური აღზევების პროცესში, სწორედ ამ უკანასკნელს USAID-ის ჩართულობით სასამართლო სისტემის რეფორმირება ჩააბარეს. ცხადია აშშ-ს უშუალო ჩართულობით და სწორედ სასამართლოში შეტანილი არეულობით, ვითომ გატარებული „პროგრესული რეფორმებით“ და მასზე მოპოვებული გავლენით, შესაბამისად იქ განხორციელებული საკუთარი კადრების დანიშვნებით, იგივე იუსტიციის იმჟამინდელ საბჭოში მიმდინარე პროცესებით დაიწყო მაშინდელი პოლიტიკური ხელისუფლების შევიწრეობისა და წნეხის ქვეშ მოქცევის, შემდეგ კი დასუსტების ინტენსიური პროცესი, რაც საბოლოოდ ხელისუფლების სააკაშვილის მიერ ხელში ჩაგდებით დასრულდა. ანალოგიურად ახლაც იგივე პარალელი იკვეთება: ცდილობენ სასამართლოში არეულობის, შიდა დაპირისპირების და გახლეჩვის ელემენტების შემოტანას, სისტემის პარალიზებას,ხოლო გარედან თავს ახვევენ უპრეცედენტო, დესტრუქციული რეფორმების კასკადს, რათა შემდგომ ოპოზიციამ იგივე სქემით გავლენა მოიპოვოს სასამართლო სისტემაზე, რაც საბოლოოდ აშკარაა რომ ამჟამინდელი პოლიტიკური ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იქნება აქტიურად გამოყენებული.
საინტერესოა ის გარემოება, რომ სწორედ აშშ-ის საელჩოს, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და შესაბამისი პროექტების ჩართულობით, უკვე სააკაშვილის ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში, 2004-2005 წლებში საქართველოს საერთო-სასამართლოების სისტემის ე.წ. ხელახალი წმენდა განხორციელდა, რა დროსაც ყოველგვარი კრიტერიუმისა თუ საფუძვლის გარეშე ასეულობით მოსამართლე გაანთავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და აღნიშნულ კვლავ ე.წ. სასამართლო რეფორმის ახალი ტალღა უწოდეს, რის შემდგომაც დაიწყო ე.წ. რეფორმირებული სასამართლოს მუშაობა და საინტერესოა ის, რომ 2012 წლამდე საელჩოს, მის დაქვემდებარებულ სააგენტოებსა თუ დაფინანსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდათ სრული ჰარმონია სასამართლო სისტემის გარშემო. არანაირი კრიტიკა თუ მწვავე შეფასება მათი მხრიდან სასამართლოს მიმართ არ ხდებოდა. არანირ ცვლილებათა მოთხოვნა არ გაჟღერებულა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მათი მხრიდან და ხელისუფლება თავისი ნების და საჭიროებების შესაბამისად ცვლიდა ისე კანონებს, რომ არავინ ამას არ იმჩნევდა(თუნდაც გირგვლიანის საქმეზე 3 კვირაში ისე შეამსუბუქეს დამნასავეებისათვის კანონი, რომ ხმაც არავის ამოუღია და ა.შ.). ცხადია არც ვენეციის კომისიაში არ იგზავნებოდა კანონპროექტები და ფორმალურად აზრსაც მათ არავინ ეკითხებოდა, ვინაიდან ადგილზე სრული მხარდაჭერა გააჩნდათ ა.შ.შ.- საელჩოსი და სასამართლოს ხელოვნური დისკრედიტაციისთვის არც კლიპები თუ ფილმები არ ფინანსდებოდა მათი მხრიდან, დღევანდელობისგან განსხვავებით. ცხადია, არ გვახსენდება არც ერთი სტატუსი თუ მოწოდება ხელისუფლების შეცვლისაკენ, როგორსაც მაგალითად დღეს ვხედავთ თუნდაც - აშშ-ის სასამართლო რეფორმების პროექტის ხელმძღვანელის - ინგა თოდრიას მხრიდან. ამჟამად კი როცა სწორედ ა.შ.შ.-ს და ევროკავშირის ჩართულობით სასამართლო რეფორმის 4 ტალღა განხორციელდა, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების წესი მათივე მოთხოვნით დაახლოებით 1 წლის განმავლობაში!! 2 ჯერ შეიცვალა და 2-ივეჯერ გაეგზავნა ვენეციის კომისიას და შეჯერდა მასთან, ისევე როგორც სხვა კანონები ე.წ. ექსპერტიზას გადის ჯერ ადგილობრივ დონეზე არაოფიციალურად, შემდეგ კი იგზავნება ვენეციის კომისიაში, მაინც სრული შეტევის ქვეშაა სასამართლო სისტემა და კვლავ ითხოვენ უკვე უპრეცედენტო და უანალოგო ცვლილებების განხორციელებას, რათა როგორმე ჩამოშალონ სასამართლო, რითაც დასტურდება, რომ რეალური მიზანი მართლა სასამართლოს ჯანსაღი რეფორმირება კი არ არის, არამედ სისტემის ჩიხში შეყვანა და მასზე ოპოზიციის პოლიტიკური გავლენების მოპოვების ხელშეწყობაა.
მაგრამ, გასაკვირი არც ეს არის, რატომ? იმიტომ ..... თუ სხვადასხვა ქვეყნებში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის, USAID-ის და აღმოსავლეთ-დასავლეთ მენეჯმენტის ინსტიტუტის (East-West Management Institute) პროექტების შედეგად განხორციელებულ რეფორმებს ვნახავთ, მივხვდებით, რომ ქვეყნებში სადაც, პოლიტიკურ ძალაუფლებას ფლობს ამ ძალისათვის მისაღები პოლიტიკური ჯგუფი, მაშინ მიუხედავად, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევისა, სასამართლო სისტემის არასწორი ფუნქციონირებისა და ა.შ. ამერიკელი ხალხის ხმა ამ ქვეყნის მოსახლეობას არ ესმის, რადგან ეს ხმა დუმს (მაგალითად - საქართველო 2004-2012 წლები) ...... ხოლო ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური ძალაუფლება ფავორტ პოლიტიკურ ძალას არ გააჩნია, მაშინ მიმდინარეობს გაძლიერებული კოლექტიური თავდასხმები, პირველ რიგში სასამართლოს დისკრედიტაციისა თუ სასამართლო სისტემის ჩამოშლის მიზნით, რასაც როგორც უკვე აღვნიშნეთ შედეგად მოჰყვება, ხელისუფლების სხვა შტოების ჩამოშლაც. ამ დემოკრატიის სახელით სასამართლოსადმი ბრძოლას, სხვადასხვა სახელს, მათ შორის, ვეტინგსაც-მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის შემოწმების პროცედურას (ასე ვთქვათ, მოგონილი კვაზი ორგანოების მიერ ვითომ მოსამართლეთა კვალიფიკაციისა და პატიოსნების გადამოწმების საფარქვეშ ხელოვნურად შექმნილი საკვალიფიკაციო კომისიების მიერ მოსამართლეთა შემოწმების და შესაბამისად მიმდინარე პროცესი, რეალურად კი სისტემიდან გაყრის რეპრესიული მექანიზმი) უწოდებენ.
თუმცა საქართველოში ამ „თვალთმაქცური შესაბამისობის შემოწმების“ გარეშეც კი, პირდაპირ მოახდინეს მოსამართლეთა გაყრა 2004-2006 წლებში, რაც განახორციელეს ბარბაროსული მეთოდებით და მოსამართლეთა პირდაპირი დისციპლინური რეპრესიებით(ერთ-ერთი დისციპლინური მდევნელი იუსტიციის საბჭოს მხრიდან სხვათაშორის ნიკა გვარამია იყო), ისე რომ ფორმალურდაც კი არ შეუქმნიათ რაიმე კომისია.
ანალოგიური მიზნები და იდენტური ქმედებების ოღონდ უფრო დახვეწილი ფორმებით განხორციელების სურვილი ეხლაც აქვთ და სწორედ ამიტომ მიმდინარეობს სასამართლო სისტემის გამუდმებული დისკრედიტაციის და „გაშავების“კამპანია, რომელსაც აფინანსებს და სხვადასხვა პროექტების თუ არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით აქტიურად ახორციელებს ა.შ.შ.-ს საელჩო. სწორედ მათი დონორობით ხდება სხვადასხვა ფილმების თუ კლიპების დაფინანსება, სასამართლოს საქმიანობის მუდამ უარყოფითი შეფასება, მათი შიდა არჩევნების თუ დანიშვნების მუდამ მკაცრი დაგმობა, შეჩერების მოთხოვნა და და ა.შ. თვით საელჩოს მიერ და და რაც მიზნად ისახავს სასამართლოს მაქსიმალურად უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას, რათა მომავალში ზემოაღნიშნული ე.წ. ვეტინგის(მათთვის მიუღებელი მოსამართლეთა გადარჩევის თუ გამოხშირვის პროცესებს)ნოყიერი ნიადაგი აქედანვე მოამზადონ.
ასე მაგალითად, 2022 წლის 21 თებერვალს სოროსის ფონდის „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გაიმართა ამავე ორგანიზაციის დაკვეთით და დაფინანსებით გამოცემული ნაშრომის პრეზენტაცია, სწორედ მოსამართლეთა თანამდებობებზე შესაბამისობის შემოწმების პროცედურებთან (ვეტინგთან) და მის მეთოდებთან დაკავშირებით და მიმოხილულია თუ როგორი უნდა იყოს კონკრეტულად საქართველოსთვის ეს რეკომენდაციები. ამ ნაშრომის აკადემიური ხელმძღვანელი და ერთ-ერთი ავტორია ქართული ლიბერალური ფრთის ახალგაზრდა აგრესიული წარმომადგენელი დავით ზედელაშივილი(მასაც დამთავრებული აქვს სოროსის გრანტით, მისივე ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის მაგისტრატურა უნგრეთში), და გამოირჩევა რეაქციული და რადიკალური იდეებით, ოპოზიციურ ფლანგზე.
ამ 150 გვერდიან ნაშრომის შესავალშივე აქცენტი კეთდება, რომ თითქოს საქართველოს საჯარო-პოლიტიკურ სივრცეში სასამართლო ხელისუფლების შტოს აქვს ლეგიტიმაციის სერიოზული პრობლემა და უფრო მეტიც, ვინაიდან წარუმატებელმა ინსტიტუციურმა რეფორმებმა ეს ვითარება ვერ გამოასწორა, პირდაპირ აქცენტი კეთდება მოსამართლეთა კორპუსის რადიკალურ რეფორმაზე(ანუ მოსამართლეთა სისტემიდან გაყრაზე და რეპრესიებზე), რაც ავტორის თქმით თითქოსდა საქართველოში აქამდე არ განხორციელებულა. რეალურად კი სწორედ ამ ავტორის მთავარი იდეოლოგის გიგა ბოკერიას, თავისუფლების ინსტიტუტის და მისი ფავორიტი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლების პირობებში განხორციელდა სასამართლოს არათუ რადიკალური რეფორმა(რაც ფორმალურად მაინც რაღაც კანონიერ ჩარჩოებს გულისხმობს), არამედ მოხდა მოსამართლეთა კორპუსის ძალადობრივი წმენდა, მათი დიდი უმრავლესობის იძულებით გაყრა, დევნა, მუქარა, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა და რაც მთავარია, სასამართლო სისტემისთვის უფლებამოსილების უკიდურესად შემცირება კანონმდებლობის დონეზე(მაინც ყოველი შემთხვევისთვის), რომ თეორიულადაც კი რაიმე „ზედმეტი უფლებები“არ ჰქონოდათ. სამწუხაროდ ეს პერიოდი ნაშრომის ავტორს „რატომღაც“ არ ახსოვს და თურმე აქამდე შელამაზაბული ტერმინოლოგიით - „პერსონალის რადიკალური რეფორმა“(იხ. გვ 3) ანუ რეალურად „მოსამართლეებზე ნადირობა“, მისივე ფავორიტი ყოფილი ხელისუფლების პირობებში საქართველოში "ვითომ“ არ განხორციელებულა.
ნაშრომის მე-2 ნაწილი ეთმობა ალბანეთში განხორცილებეულ ვეტინგის პროცესს, რომლელმაც საერთაშორისო დონეზეც სკანდალური შინაარსი შეიძინა და ამ თემაზე თვით ამერიკის სენატშიც კი გამოძიების დაწყება მოითხოვეს(ამაზე დაწვრილებით ქვევით ვისაუბრებთ). ეს პროცესიც იმავე სოროსის ორგანიზაციის, USAID-ის და ალბანეთში ა.შ.შ.-ს საელჩოს უშუალო ჩართულობით და აქტიური მონაწილეობთ განხორციელდა და რასაც შედეგად დაახლოებით მოსამართლეთა საერთო რაოდენობის (დაახლოებით 280-მდე) თითქმის 2/3-ის სისტემიდან გაყრა მოჰყვა სხვადასხვა ფორმით. შესაბამისად ასე ვთქვათ ალბანეთის პრეცედენტი ნაშრომში მისაღებ მოდელადაა წარმოდგენილი, ხოლო ნაშრომის მე-3 ნაწილში რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს დაუფარავად და პირდაპირაა განხილული საქართველოში თუ როგორ უნდა განხორციელდეს „სასამართლო შტოს რეკონსტრუქცია“(პირდაპირი ციტირებაა იხ. ნაშრომის მიმოხილვა, გვ.3) ანუ ჩამოშლა და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები, თუ რა მეთოდებით და პროცედურებით უნდა განხორციელდეს მოსამართლეთა თანამდებობასთან შესაბამისობის დადგენა - იგივე ვეტინგის პროცესი. ეს კი, ავტორის მოსაზრებით, პირველ რიგში ითვალისწინებს ზოგადად სასამართლო კლანის(ეს ტერმინი პირდაპირ არაერთხელაა გამოყენებული) და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, ყველა დონის სასამართლოს მათ შორის უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების თავმჯდომარეების პირდაპირ გათავისუფლებას თანამდებობებიდან და ყველა მოსამართლის „გადამოწმებას“ თუ რამდენად იმსახურებს თითოეული მათგანი ამ პოზიციაზე მუშაობას ანუ უნდა მოხდეს სასამართლო კორპუსის ძიირითადი კონტიგენტის „გამოხშირვა“(ცხადია მათთვის მისაღები ზოგიერთი პერსონების გამოკლებით), რათა მათი ადგილები შეივსოს სანდო და „საჭირო“ კადრებით. რეალურად ეს „რეკომენდაციები“ გულისხმობს არსებულის სისტემის პარალიზებას და მოშლას, რაშიც ცხადია იგულისხმება მოსამართლეთა დევნა, რეპრესიები, სისტემიდან გაყრა სხვადასხვა აპრობირებული ძველი თუ ახალი მეთოდებით და ა.შ. ავტორი არც მალავს და პირდაპირ მიუთითებს, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები, ყველა დონის (მათ შორის უზენაესი და საკონსტიტუციო) სასამართლოს თავმჯდომარეები, პალატის და კოლეგიის თავმჯდომარეები უნდა გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან და მათი „გადამოწმების“ ანუ ვეტინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში შესაძლოა მიეცეთ ე.წ.“რეაბილიტაციის“ საშუალება, თუ ცხადია ახალი კანონის მოთხოვნებს „დააკმაყოფილებენ“. რეკომენდაციების თანახმად, ვეტინგის ჩასატარებლად უნდა შეიქმნას შემოწმების ორდონიანი ორგანოები: ე.წ საკვალიფიკაციო კოლეგიების და სააპელაციო პალატების სახით. ამ ორგანოების წევრები შესაძლოა იყვნენ როგორც საქართველოს(მნიშვნელოვანი საგამონაკლისო დათქმებით), ასევე რაც ძალიან ნიშანდობლივია უცხო ქვეყნების მოქალაქეები. რაც მთავარია ამ ე.წ. საკვალიაფიკაციო კოლეგიების და პალატების წევრები თავის მხრივ უნდა შეარჩიოს უცხოელებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო კომისიამ!!!, რომლის წევრებს და თავმჯდომარეს დანიშნავს საერთაშორისო ორგანიზაცია ან „პარტნიორი“ უცხოეთის სახელმწიფო. სასამართლოს სისტემის „რეკონსტრუქციის“ და რეალურად კი სახელმწიფო სუვერენიტეტის პრაქტიკულად დათმობაზე და უცხოელი პარტნიორებისთვის(სინამდვილეში პატრონებისათვის} ჩაბარების „საინტერესო“ გამოცდილებაზე უფრო კონკრეტულად ქვევით იხილავთ კონკრეტული მაგალითების მიმოხილვისას.