გვქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა და გავაცანით პრეზიდენტს საქართველოში არსებული მდგომარეობა - კობახიძე ტინი კოქსთან შეხვედრაზე

ირაკლი კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, ტინი კოქსთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა.

კობახიძის თქმით, გაიმართა მეგობრული შეხვედრა, რომელზეც მხარეებმა რეგიონში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრეს და პოლიტიკურ სისტემაზე ისაუბრეს.

"გვქონდა საუბარი თანამშრომლობაზე დელეგაციასა და პრეზიდენტის ოფისს შორის. გვქონდა ძალიან მეგობრული შეხვედრა და ასევე, გავაცანით პრეზიდენტს საქართველოში არსებული მდგომარეობა, ჩვენი ხედვები გავაცანით იმასთან დაკავშირებით თუ რა პროცესები მიმდინარეობს მთლიანად რეგიონში. გვქონდა საუბარი ზოგადად რა მდგომარეობაა პოლიტიკურ სისტემაში, როგორია დღეს სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტის პოზიციონირება, როგორია მათი პოლიტიკური მდგომარეობა," - განაცხადა კობახიძემ.