„ძალიან ბევრი ბავშვი წევს იაშვილის კლინიკაში...“ - ივანე ჩხაიძე მშობლებს აფრთხილებს
1734626907
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც პრეზიდენტობის ორი კვირაღა დარჩა, ევროსაბჭოში სიტყვით, პრაქტიკულად, ცარიელ დარბაზში გამოვიდა, - განაცხადა მედიასთან დეპუტატმა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით წარსდგა არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერი.
„სალომე ზურაბიშვილი ევროსაბჭოში სიტყვით წარსდგა არა როგორც პრეზიდენტი, არამედ, როგორც დესტრუქციული ოპოზიციის ლიდერი და იქ ტყუილების კასკადი გამართა. მას ალბათ სურდა ზელენსკისთვის მიებაძა იმ მხრივ, რომ როგორც ზელენსკის დაუკრეს სიტყვით გამოსვლის შემდეგ ფეხზე ადგომით ტაში, მასთანაც ასე მომხდარიყო, თუმცა, ამის ნაცვლად შერჩა ცარიელი დარბაზი“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.