პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ამჯერად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნაციონალური მოძრაობის საშუალებით ცდილობს შეაღწიოს სასამართლოში და ის გახადოს დამოკიდებული, რაც მიუღებელია სუვერენული ქვეყნისთვის და სასამართლოსთვის, როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუტისთვის, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ზალა“ წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, საელჩოს აქვს რეკომენდაციების გაცემის უფლება, მაგრამ როცა ტექსტში ჭარბობს უფრო მეტად მბრძანებლური ტონი, „უნდა“ გულისხმობს „მინდას“, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ეს მიდგომა მიუღებელია.
„რეკომენდაციების გაცემის უფლება საელჩოს აქვს, მაგრამ, როცა ტექსტში სჭარბობს უფრო მეტად მბრძანებლური ტონი, 60-ზე მეტჯერ არის ნახმარი სიტყვა „უნდა“ შეასრულოთ, „უნდა“ განიხილოთ, „უნდა“ მიიღოთ გადაწყვეტილება, ვფიქრობ, რომ „უნდა“ - გულისხმობს „მინდას“, ანუ, მინდა, რომ ეს ასე იყოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, დამოუკიდებელი სასამართლოსთვის ეს მიდგომა მიუღებელია. პრაქტიკულად, ეს არის მზა რეცეპტი იმისა, რომ სასამართლო არ იყოს თავისუფალი და დავბრუნდეთ იმ წარსულში, რა წარსულიც გვახსოვს, როცა „ნაცმოძრაობის“ დროს გამამართლებელი განაჩენების მხოლოდ 1 % იყო, ის, რომ წინასწარი პატიმრობების, საჯარიმო სახდელების, გირაოს სტატისტიკა იყო საკმაოდ საგანგაშო და თვალში საცემი. იმ დროს არ მახსენდება, საელჩოს ჰქონოდა ამდაგვარი მკაცრი განცხადებები. ჩვენ ამას აღვიქვამთ საფრთხედ, ეს ქვეყნისთვის არის მიუღებელი, სუვერენიტეტისთვის შეურაცხმყოფელი. ვფიქრობ, რაც არ უნდა პარტნიორული იყოს ურთიერთობა, ის რაც დაუშვებელია, რა თქმა უნდა, მიუღებელი იქნება ჩვენთვის. მიუღებლობა არის იმაში, როცა შემოთავაზებულია იმდაგვარი რეკომენდაციები, რომლის პრეცედენტები არ არსებობს. საქართველო ვერ იქნება ცუდი ექსპერიმენტი, რამეთუ, ისედაც რეგიონში არსებობს რისკები, არსებობს ქვეყნის შიგნით პოლიტიკური არასტაბილურობის განცდა და რეალობა, დესტრუქციული ოპოზიციის მხარეს და ვფიქრობ, ასეთი ოპოზიციის მხარდაჭერა, ამდაგვარად მათი წახალისება და სახელმწიფო ინსტიტუტების, როგორიც არის და უნდა იყოს დამოუკიდებელი სასამართლო, მისი ხელყოფა, რა თქმა უნდა ქვეყნის სტაბილურობას და მის მომავალს შეუქმნის საფრთხეს“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ამერიკის საელჩოს მხრიდან უპატივცემულობა არა ერთხელ დაფიქსირდა.
„მაგალითად ის, რომ საქართველოს პარლამენტის წევრებმა, ვინც არ უნდა ყოფილიყო ის, მათი მისამართით დასვეს კითხვები და პასუხი იყო ის, რომ ეს იყო სიცრუე, არადა, ფაქტებზე იყო დაფუძნებული კითხვები. კიდევ უფრო მიუღებელი იყო პასუხი, რომ ელჩს ის არ წაუკითხავს. შეურაცხმყოფელია რეკომენდაციები, რომლის პრეცედენტი და მაგალითი არ არსებობს და დასავლური სტანდარტისთვის ის არის მიუღებელი, მაშინ რატომ უნდა იყოს საქართველოსთვის ეს მისაღები. საფრთხის შემცველი უპატივცემულობაა, როცა ომის რიტორიკაზე საზოგადოებისგან წამოსულ კითხვებს აჟღერებენ დეპუტატები და ამ კითხვებს ან პასუხს არ ცემენ, ან ამბობენ, რომ ის არ წაუკითხავთ“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.