პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე ამერიკის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება, რომელმაც განაცხადა რომ დღეს ზოგიერთი პოლიტიკოსი მოწადინებულია დაყოს საქართველო და მოკავშირეები ერთმანეთისგან:
-"ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ ამერიკის წვლილის შესახებ და არ გვსურს რომ ეს ურთიერთობები გაფუჭდეს. მაგრამ ამასთანავე, არ გვსურს იმ ცუდი რეალობის მიღებაც, რაც დღეს ჩვენს ქვეყნას საფრთხეს უქმნის.
ვფიქრობ, არც საქართველო და მოკავშირეები უნდა დასცილდნენ ერთმანეთს და არც ხელისუფლება უნდა გამოვყოთ ხელოვნურად საზოგადოებისგან, რომელთა უმრავლესობამ სწორედ ეს ხელისუფლება აირჩია. ზიანი ორმხრივი იქნება და სარგებელს მხოლოდ რუსეთი მიიღებს. ამის გაგება არ არის რთული. და ვინც ამას ვერ ხვდება, ის არის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი. საზოგადოება კი ყველაფერს ხედავს და საკუთარი უსაფრთხოების მხარეს დგას მყარად".