1732386875
დიდია საქართველოს წვლილი მე-20 საუკუნის ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვებაში - კახა კალაძე
77 წელი გავიდა მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან. ომის, რომელმაც 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა. დიდია საქართველოს წვლილი მე-20 საუკუნის ბოროტებაზე – ფაშიზმზე გამარჯვებაში, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
„ქედს ვიხრი ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნის წინაშე. მინდა, დღევანდელი დღე მივულოცო მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს. ამ ადამიანებმა გამოიარეს ომის უბედურება და საკუთარი წვლილი შეიტანეს ფაშიზმის დამარცხებაში.
ჯანმრთელობას და ხანგრძლივ სიცოცხლეს ვუსურვებ ყველა ვეტერანს!“ - აცხადებს კალაძე.