ჩვენი ქვეყნის ისტორიის, თვითმყოფადობის შენარჩუნების ერთადერთი გზა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა - კახა კუჭავა

კახა კუჭავა

„ღრმად მწამს, რომ ჩვენი არაჩვეულებრივი ქვეყნის ისტორიის, კულტურის, თვითმყოფადობის შენარჩუნების საუკეთესო და მე ვიტყოდი, ერთადერთი გზა, სწორედ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

კახა კუჭავა მადლობა უხდის ევროპელ მეგობრებს, ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის.

„ეს არის ქართველი ხალხის ისტორიული, მტკიცე არჩევანი და ამ გზაზე აუცილებლად ვივლით წინ! სწორედ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა არის ის, რისთვისაც საქართველო, უკრაინა და მოლდოვა მიისწრაფვის და მე მჯერა, ჩვენ, ერთად ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ! მინდა, კიდევ ერთხელ განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ევროპელ მეგობრებს, რომელთა თანადგომა და დახმარება ჩვენი ქვეყნის წინსვლისა და გაძლიერების გზაზე ფასდაუდებელია. ერთად უფრო ძლიერები ვართ. გილოცავთ ევროპის დღეს“, - წერს კახა კუჭავა.