პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„დიდი შვიდეულის“ ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებაზე შეთანხმდნენ და უკრაინას ფინანსურ დახმარებას დაჰპირდნენ. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
როგორც ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული, რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციები გაფართოვდება და შეზღუდვები დაუწედება რუსეთის ექსპორტს, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს ასაზრდოებს. კერძოდ, „დიდი შვიდეულის“ განცხადებით, შეზღუდვები შეეხება სამრეწველო აღჭურვილობის, ინსრუმენტებისა და სხვა ტექნოლოგიების ექსპორტს, რომლებიც რუსეთს მისი ომის მანქანის აღდგენაში ეხმარება. ასევე ახალი ზომები შეზღუდავს რუსეთის შემოსავალს ლითონებითა და ბრილიანტებით ვაჭრობიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ მოქმედი სანქციები სუსტდება მათი გვერდის ავლით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერები აცხადებენ, რომ ისინი ჩართული არიან იმ ქვეყნებთან, რომელთა გავლითაც სანქცირებული პროდუქტი შესაძელებლია, მოხდეს რუსეთში.
„ჩვენ ცნობად ვიღებთ და ვახალისებთ ამ ქვეყნების მიერ აღებულ ვალდებულებებს, უზრუნველყონ, რომ ჩვენი ზომების გვერდის ავლა არ მოხდეს და მათ ჰქონდეთ მოსალოდნელი ეფექტი“, – ნათქვამია განცხადებაში.
„დიდი შიდეულის“ სამიტი იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში დღეს გაიხსნა და 21 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. შაბათ-კვირას „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება.