იაპონიაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიხსნა

დიდი შვიდეული

იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში „დიდი შვიდეულის“ სამიტი გაიხსნა.

იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები ჰიროსიმას მშვიდობის მემორიალურ პარკში მიიწვია, სადაც მათ 1945 წელს ატომური ბომბის აფეთქების შედეგად დაღუპული ათასობით ადამიანის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს.

„დიდი შვიდეულის“ სამიტში მონაწილეობენ, შეერთებული შტატები, იაპონია, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და იტალია, ასევე ევროკავშირის წარმომადგენლები.

დისკუსიები შუადღისას დაიწყება. მთავარი თემა რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა და დღის წესრიგი იქნება.

ცნობისთვის, „დიდი შვიდეულის“ სამიტს, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც შეუერთდება.