1728156496
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოვწურეთ. დიდი ალბათობით, დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის - გიორგი კახიანი
მეათე მოწვევის პარლამენტმა, დიდი ალბათობით მუშაობა დაასრულა, - შესაბამისი განცხადება სხდომის წამყვანმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა პარლამენტის პლენარული სხდომის დასასრულს გააკეთა.
მისი თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება.
„ამით დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები ამოვწურეთ. მოგეხსენებათ, რომ არჩევნებამდე ერთი თვით ადრე საპარლამენტო სხდომები აღარ ტარდება, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პარლამენტი შესაძლოა შეიკრიბოს, მაგრამ დიდი ალბათობით დღევანდელი დღე იყო ბოლო სხდომა ამ მოწვევის პარლამენტისთვის. ამით დღევანდელი სხდომა დასრულებულია. გისურვებთ წარმატებებს“, - აღნიშნა გიორგი კახიანმა.