რა ეღირება დოლარი და ევრო 27 ნოემბერს - ვალუტის კურსი
1732637847
ყოფილი პარლამენტარი, ხათუნა ხოფერია საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლას მწვავედ აკრიტიკებს. მისი თქმით, საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი გამოვიდა.
„დიახ, არ ჰქონდა უფლება გამოეყენებინა ჩვენ მიერ მინიჭებული კონსტიტუციური უფლება! ასევე, პრეზიდენტმა თავისი სიტყვა დაიწყო ყოველგვარი მისალმების გარეშე, რაც სხვადასხვა პოლიტიკური ინტერპრეტაციის საფუძველს იძლევა!
პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში აჟღერდა უკრაინის ჰიმნი... საქართველოს ჰიმნის გარეშე. მოკლედ, დღეს, საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელი!“, - წერს ხოფერია.