დღეს ეროვნულმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა - მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე

დღეს ეროვნულმა ხელისუფლებამ გაიმარჯვა. არასდროს დავუშვებთ აგენტების მოყვანას ხელისუფლებაში, - განაცხადა ბრიფინგზე „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

„ნახევარი მსოფლიო ეხმარებოდათ, ფეიკების ასეთი კასკადი არ ყოფილა, რაც ამ არჩევნებზე, გარედან რა დონის მაშველი რგოლები, თვითონ რა ფეიკები და მაინც როგორი დამაჯერებლობით მოიგო „ქართულმა ოცნებამ“. ახლა არიან აბსოლუტურ აგონიაში და ამ დროს გამოხატავენ სიხარულს. აგონიაში მყოფები რომ სიხარულს გამოხატავ, ეს არის დიდი საცოდაობა და გულწრფელად თანავუგრძნობ თითოეულ მათგანს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცესკო-ში ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ 52,94 პროცენტით ლიდერობს.