პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი, რომ მრავალპარტიული დელეგაცია გაემგზავრა უკრაინაში. ის კარგად ასახავს იმ დამოკიდებულებასა და მხარდაჭერას, რაც ქართველ ხალხს აქვს უკრაინის სახელმწიფოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილს უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, უკრაინაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ჩასვლა ძალიან პოზიტიური ნიშანია.
„ასევე მიხარია, რომ პოზიტიური საუბარი შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილსა და უკრაინის რადას სპიკერს შორის. როდესაც არსებობს რაღაც გაუგებრობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ძალიან კარგია, როდესაც პირისპირ წყდება ასეთი საკითხები და ძალიან გვიხარია, რომ ეს ძმური მხარდაჭერა, რაც ქართველ ხალხს უკრაინის მიმართ ჰქონდა, კვლავაც გაგრძელდება.
როდესაც უკრაინასა და საქართველოს შორის რაიმე სახის დაპირისპირება არსებობს, ნებისმიერი ასეთი დაპირისპირების დროს, სარგებელს მხოლოდ რუსეთი იღებს. ამისთვის კი ძალიან მნიშვნელოვანია ერთიანობის მესიჯი, რომ ჩვენ ყველა ერთად ვიდგებით და რომ ჩვენთვის, ყველასთვის - ძალის გამოყენებით ქვეყანაში შეჭრა, დაბომბვმა, მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, მიუღებელია“, - განაცხადა კელი დეგნანმა.
შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, საპარლამენტო დელეგაცია უკრაინაში გაემგზავრა.