1740223504
ნებისმიერ მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-სთვის საქართველო - დეგნანი

კონგრესში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ეს ასეა უკვე დიდი ხანია, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„კონგრესში არის ორპარტიული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და ეს ასეა უკვე დიდი ხანია. ვფიქრობ, ეს და ნებისმიერ სხვა მხარდამჭერი დოკუმენტი იმის მაჩვენებელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის საქართველო, თუ რა მნიშვნელოვანი მეგობარია საქართველო და რამდენად სურს აშშ-ს საქართველოს მხარდაჭერა თქვენს ძალისხმევაში სრულად იყოთ ინტეგრირებულები ევროატლანტიკურ ოჯახში. ეს არის ის, რისი ხილვაც ჩვენ გვსურს და ქართველებისგან მესმის, რომ მათაც ეს სურთ“, – განაცხადა დეგნანმა.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა კონგრესში შეიარაღებული ძალების კომიტეტში 2023 წლის ფისკალური წლის ბიუჯეტის განხილვაზე განაცხადა, რომ აშშ განიხილავს გზებს, როგორ მიაწოდოს დამატებითი დახმარება ნატო-ს არაწევრ მოკავშირეებს, მათ შორის საქართველოს.