„იძულებული ვარ, მივმართო საზოგადოებას...“ - მორაგბე ლაშა ლომიძე მიმართვას ავრცელებს
1763238321
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, საქართველოს სამთავრობო დელეგაციის ბოლო ვიზიტმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის მნიშვნელობას.
„ჩვენი სამინისტროს ჭრილში მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები იქნა გაფორმებული როგორც გარემოს დაცვის, ასევე სოფლის მეურნეობის მიმართულებით; გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები. გარემოს დაცვის მიმართულებით განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით თანამშრომლობა, ასევე, დაცულ ტერიტორიებთან, ეკოტურიზმთან და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული თანამშრომლობა“, - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
მინისტრმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით ჩინეთთან თანამშრომლობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მათი გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ შეიძლება თანამედროვე ტექნოლოგიებით პროდუქტიულობის ზრდა.
„მინდა აღვნიშნო ის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოეწერა ჩვენი ვიზიტის ფარგლებში. ეს არის ქათმის ხორცის ექსპორტის გახსნა ჩინეთის ბაზარზე. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხელშეკრულებაა. ეს არის შესაძლებლობა ბიზნესისთვის, რომ ამ დარგში, ამ მიმართულებაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები განახორციელონ. ფაქტობრივად, ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარი მსოფლიოში გაიხსნა საქართველოსთვის. ბატონი პრემიერის ხელმძღვანელობით ჩინეთში ვიზიტი, ბევრ სხვა მიმართულებასთან ერთად, ამ კუთხითაც განსაკუთრებულად აღსანიშნავია“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.