დავით ქართველიშვილი: უკრაინის სააპელაციო სასამართლომ ამ დღეებში მოიცალა და საქართველოში ძებნილ, ალექსანდრე „ქილერა“ მუხაძეს - უკრაინაში საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა

davit qartvelishvili

„უკრაინის სააპელაციო სასამართლომ ამ დღეებში მოიცალა და საქართველოში ძებნილ, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ, გლდანის ციხისა და გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორ, ალექსანდრე "ქილერა" მუხაძეს - უკრაინაში საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რაც გამორიცხავს ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყებას“- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი დავით ქართველიშვილი უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ექსპერტის თქმით, უკრაინის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ალექსანდრე მუხაძის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყება გამოირიცხა.

მისივე განმარტებით სასამართლომ იხელმძღვანელა მუხაძის ჩვენებით - რომ სამშობლოში იგი იდევნებოდა თავისი ანტირუსული შეხედულებების გამო, ასევე ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას. „მორიგი "მეგობრული" ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან.

"მეგობრული" და გამიზნულად ანტიქართული. ომის, ტრაგედიის, სისხლისზღვრის მიუხედავად - ოღონდ საქართველოს ხელისუფლებას დარტყმა მიაყენონ, ოღონდ საქართველოს "არაგენმოდიფიცირებულ" მოსახლეობას სილა გააწნან - ყველაფერზე წამსვლელები არიან. უკრაინის სააპელაციო სასამართლომ ამ დღეებში მოიცალა და საქართველოში ძებნილ, სააკაშვილის რეჟიმის დროინდელ, გლდანის ციხისა და გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების ყოფილ დირექტორ, ალექსანდრე "ქილერა" მუხაძეს - უკრაინაში საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი მიანიჭა, რაც გამორიცხავს ამ ჯალათის მიმართ საექსტრადიციო პროცედურების წამოწყებას. უკრაინის სახელმწიფოს მისი რეალურად დამანგრეველთა არმიას კიდევ ერთი, თავისი საქმის "პროფესიონალი" შეემატა. ეს ის ალექსანდრე "ქილერა" მუხაძეა, რომელიც წლებია თავს აფარებს "მეგობრულ" უკრაინას და რომლის მიმართ საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ წამებისათვის - ბრალდება დაუსწრებლად წარედგინება საქართველოს სსკ-ის 1441-ე მუხლის II ნაწილით.

ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას ცხრიდან თხუთმეტ წლამდე ვადით ითვალისწინებს. უკრაინის სააპელაციო სასამართლოს რეესტრის ამონაწერიდან (რომლის მოცულობიდან გამომდინარე - ფრაგმენტულად გაგაცნობთ), ჩვენ შევიტყობთ, რომ საქმის განხილვა დაიწყო 2022 წლის 26 იანვარს, ხოლო ალექსანდრე მუხაძისთვის მინიჭებული, საქართველოდან პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსი კანონიერ ძალაში შევიდა ერთი თვის შემდეგ - 25 თებერვალს.

თავის გადაწყვეტილებაში სასამართლომ იხელმძღვანელა მუხაძის ჩვენებით - რომ სამშობლოში იგი იდევნებოდა თავისი ანტირუსული შეხედულებების გამო, ასევე (როგორც ყოფილი ძალოვანი) ქართველი ოლიგარქებისა და კრიმინალიტეტის მხრიდან განიცდიდა ზეწოლას და გარდა ამისა, გადიოდა ფიგურანტად მის მიმართ "ფაბრიცირებულ" სისხლის სამართლის საქმეებში. უკრაინის მოქმედი ხელისუფლების მიმართ, საქართველოს "საბრალდებო სიტყვას" - სამწუხაროდ მორიგი და სამწუხაროდ, მოსალოდნელი ახალი თავი დაემატა. და როგორც ჩანს - არა უკანასკნელი“-წერს ქართველიშვილი.