კელი დეგნანმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლი ჩააბარა

კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სისხლი ჩააბარა. შესაბამის ფოტოს ამერიკის საელჩო ავრცელებს.

„როგორც მრავალი ადამიანი საქართველოსა და მთელ მსოფლიოში, ჩვენი საელჩოს გუნდი ცდილობს, იპოვოს გზები მამაცი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად. დღეს ელჩმა დეგნანმა და ათობით ჩვენმა კოლეგამ უკრაინელების სიცოცხლის გადასარჩენად სისხლი ჩააბარა.

მოხალისეთა დიდი რაოდენობის გამო ყველას მიღება დღეს ვერ მოესწრო, ამიტომ ვმუშაობთ უახლოეს პერიოდში დარჩენილ მსურველთათვის სისხლის მომდევნო დონაციის ორგანიზებაზე“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.