პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ქუთაისის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ჰუმანიტარული აქცია უკრაინის მხარდასაჭერად და სამხედრო მოქმედებების შედეგად დაზარალებული უკრაინელი მოსახლეობის დასახმარებლად.
ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებაში ჩაერთო მოსახლეობა, ბიზნესის და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
უკრაინელთა დასახმარებლად განკუთვნილ ტვირთი „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციაში" (ტურიზმის ცენტრში) გროვდება.
ამასთანავე, ჰუმანიტარული აქციისთვის ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო თანხა.
შექმნილია საგანგებო ფონდი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია თანხის ჩარიცხვა.
„ უკრაინაში ომის დაწყების პირველი დღიდანვე ჩვენ აქტიური კომუნიკაცია გვაქვს იმ უკრაინული ქალაქების თვითმმართველობებთან, რომლებთანაც ქუთაისს მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ამ საუბრების დროს გამოიკვეთა გარკვეული საჭიროებები, რა მიმართულებით შეუძლია ქუთაისს დაეხმაროს უკრაინელ მეგობრებს ამ რთულ დღეებში. დაიწყო ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, რომელშიც აქტიურად არიან ჩართული მოქალაქეები. ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლები თანხას რიცხავენ საგანგებოდ შექმნილ ფონდში. ეს აქცია გაგრძელდება იქამდე, სანამ უკრაინელ ხალხს ჩვენი დახმარება დასჭირდება.ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით და გვჯერა, რომ უკრაინა გაიმარჯვებს ქვეყნის ერთიანობისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში!," - განაცხადა, ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა.