,,ფეხბურთის სათამაშოდ გავიდა და მას შემდეგ არ ჩანს...“ - ოჯახი ბავშვს ეძებს
1753456678
ლიეტუვას პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე თვლის, რომ მოწოდებები უკრაინის თავზე ფრენის აკრძალული ზონის შემოღების შესახებ უპასუხისმგებლოა და მან შეიძლება სამხედრო ალიანსი რუსეთთან პირდაპირ კონფლიქტში შეიყვანოს.
„მინდა აღვნიშნო, რომ ბევრისთვის ფრენის აკრძალული ზონა ისეთი რამაა, რაც გამოცხადებით შეგიძლიათ, მაგრამ ვინმემ ხომ უზრუნველყოს ფრენის აკრძალვა. შეფასება, თუ ვის შეუძლია ამის გაკეთება რეალურად, ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები უშუალოდ იქნებიან ჩართულნი ამ კონფლიქტში. მეჩვენება, რომ ამას აჩუმათებენ” – განაცხადა შიმონიტემ.