ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ათენიდან Wizz Air-ის ჩარტერული რეისი შესრულდება
1767025495
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა თავისი ღონისძიებებით, 4 ოქტომბრის ამბები წინსწრებით, თავიდან ბოლომდე გაანეიტრალა, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.
მისივე თქმით, 4 ოქტომბრის მოვლენების გამო ბაჩანა ახალაია იქნება, თუ მისი მეუღლე, თუ კიდევ ვინმე სხვა, ყველამ პასუხი უნდა აგოს.
„როდესაც შემოდის ქვეყანაში ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლითაც შესაძლებელია ტერორისტული აქტებისთვის გამიზნული მოწყობილობა გაკეთდეს; როდესაც შემოდის შეიარაღება, რომელიც ჩვენ ვნახეთ 2014 წელს კიევის მაიდანის დროს - სნაიპერები ანადგურებდნენ ორივე მხარეს მყოფ ადამიანებს. სისხლი დაიღვარა, რათა პროცესები უმართავ მდგომარეობაში გადასულიყო. აი, ეს ყველაფერი იყო ჩაფიქრებული. მაგრამ ამ ყველაფერს წერტილი დაესვა. პრევენციული ხასიათი ჰქონდა სუს-ის მიერ ჩატარებულ, ზაფხულის პერიოდიდან დაწყებული, ამ მავნებლობას, რომელსაც კონკრეტული ადრესატი ჰყავდა - ბაჩანა ახალაია იქნება, თუ მისი მეუღლე, თუ ვინმე, რომელიც ამ საქმის ფიგურანტი გახდება, ყველამ უნდა აგოს პასუხი“, - განაცხადა ქართველიშვილმა.