21 ნოემბერს მთავარანგელოზობაა - ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ
1763670521
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ ხელმძღვანელის, სერგი კაპანაძისა და საქართველოში საფრანგეთის ელჩის, ოლივიე კურტოს ფარულ შეხვედრას გამოეხმაურა. მისი თქმით, ამ საკითხზე არსებობს კითხვის ნიშნები, მით უფრო, იმ ფონზე, რომ საფრანგეთის საელჩო ბოლო წლებში შემჩნეული იყო რადიკალიზმის მხარდაჭერაში.
„როდესაც ამ ყველაფერს მალულად და ჩუმად აკეთებენ, ბუნებრივია, რომ აქ კითხვის ნიშნები საკმაოდ აქტიურად ჩნდება“, - განაცხადა მათიკაშვილმა.
ცნობისთვის, საკუთარ სახლში ოპოზიციის მასპინძლობის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ამჯერად საელჩოში სერგი კაპანაძე მიიღო.