1785095778
დავით მათიკაშვილი დეზინფორმაციაზე, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს: მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ
მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატი ეხმაურება სოციალურ ქსელში ოპოზიციისა და მათი აქტივისტების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს.
„მერამდენე მცდელობაა ასეთი ტყუილებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის, რომ ააღელვონ, აღაშფოთონ. დებენ ერთი ადამიანის ფოტოს, საუბარია მეორე ადამიანზე. როგორც ჩანს, არცერთს აქვს საზღვარი გამოკვეთილი. ეს არის მცდელობა, დათესონ საზოგადოებაში პანიკა, შფოთვა, რადიკალიზაციის და ამ გზებით საკუთარი მიზნები მიაღწიონ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.
სოციალურ ქსელში ოპოზიცია და მათი აქტივისტები ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს საქართველოში რუსი სამხედრო ცხოვრობს. ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ ირკვევა, რომ ინფორმაცია ყალბია და სიმართლეს არ შეესაბამება. პოსტში მითითებული პიროვნება ქვეყანაში არ ცხოვრობს და მეტიც, მის მიერ საზღვრის გადაკვეთა არ დასტურდება.










