დავით მათიკაშვილი: 9-პუნქტიანი დათქმა არის გეზი, რომელსაც მივყვებით და ევროპელ პარტნიორებს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენი გზა არის უცვლელი და ევროპისკენ მიემართება

დავით მათიკაშვილი

9-პუნქტიანი დათქმა არის გეზი, რომელსაც მივყვებით და ევროპელ პარტნიორებს ვუმტკიცებთ, რომ ჩვენი გზა არის უცვლელი და ევროპისკენ მიემართება, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით მათიკაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

„დღესაც საქართველოს პარლამენტმა მიიღო მთელი რიგი კანონები, შექმნა საკანონმდებლო სივრცე სწორედ იმიტომ, რომ ჩვენი საშინაო დავალება, რომელიც 9 დათქმიდან გამომდინარეობს, შევასრულოთ და მაღალი ხარისხით აღვასრულოთ. ამას აკეთებს ქართული მხარე და ამ გზით ჩვენ, ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ვუმტკიცებთ იმას, რომ ჩვენი გზა არის უცვლელი და ეს გზა მიემართება ევროპისკენ“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

დღეს, პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა ევროკავშირის რეკომენდაციების ცხრა პუნქტიდან გამომდინარე სამ საკანონმდებლო პაკეტს.