დავაფიქსირეთ ძალიან მკაფიო მოსაზრება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად აცდენილია რეალობას - ნინო ვარდოსანიძე წინასაარჩევნო გარემოს ანგარიშზე

ნინო ვარდოსანიძე

"დავაფიქსირეთ ძალიან მკაფიო მოსაზრება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად არის აცდენილი რეალობას", - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რითაც ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის სესიაზე, საქართველოში, გასული წლის სექტემბერში, წინასაარჩევნო გარემოს შეფასების მიზნით ჩამოსული მისიის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.

ნინო ვარდოსანიძის თქმით, დოკუმენტი არ ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც არის საქართველოში დემოკრატიის კუთხით.

"დავაფიქსირეთ ძალიან მკაფიო მოსაზრება ამ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც სრულიად არის აცდენილი რეალობას. არ ასახავს იმ მდგომარეობას, რომელიც არის საქართველოში დემოკრატიის კუთხით, ქართველი ხალხის ნების გათვალისწინებით.

კიდევ ერთხელ ვთქვით, რომ საქართველო მზად არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა ეროვნული ინტერესების ღირებულებების დაცვით", - აღნიშნა ნინო ვარდოსანიძემ.