დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე - ვოლსკი გახარიაზე

ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გიორგი გახარიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

პოლიტიკოსმა ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც გიორგი გახარიამ ხელისუფლება დატოვა.

„პრემიერ-მინისტრი დაუპირისპირდა საკუთარ ქვეყანას, სამართლებრივ სისტემას ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მზადდებოდა რევოლუციური პროცესი, სააკაშვილის ჩამოსვლით და მისი მონაწილეობით. მელია უმზადებდა [სააკაშვილს] პლატფორმას იმისათვის, რომ შეკრებილიყო კრიტიკული მასა, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში შევიდოდა სამართალდამცავ ორგანოებთან და ამას სჭირდებოდა რამდენიმე დღე. ამ მომზადებისათვის რამდენიმე დღე მოითხოვა პრემიერ-მინისტრმა [გიორგი გახარიამ]. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სცენარში ჰქონდა გაწერილი „ნაცმოძრაობას“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.

გიორგი გახარიას მხრიდან ბიძინა ივანიშვილის დებატებში გამოწვევა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარისთვის აბსურდული განცხადებაა. ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას წარსულ საქმიანობას და 2021 წლის არჩევნებზე განცდილ მარცხს ახსენებს და ურჩევს, რომ დებატები ჯერ მოვალეებთან გამართოს.