სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აჭარასა და სამეგრელოში ხორცპროდუქტების მწარმოებლებს დარღვევების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერა

სურსათის სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და აჭარის დეპარტამენტების ინსპექტორებმა ხორცპროდუქტების საწარმოებში სახელმწიფო კონტროლი განახორციელეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტოს პრესსამსახური ავრცელებს.

შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ინდივიდუალური მეწარმეები მ. ტ. (მისამართი: ზუგდიდი, ბარათაშვილის N58), ი. ქ. (მისამართი: ზუგდიდი, წერეთლის N54) და ფიზიკური პირი ი. ხ. (მისამართი: გონიო, ანდრია პირველწოდებულის N15 ბ) ხორცპროდუქტების წარმოებას სააგენტოს აღიარების გარეშე ახორციელებდნენ. ასევე ორი მათგანი (მ. ტ.-ის და ი. ხ.) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრშიც არ იყვნენ რეგისტრირებულები.

ობიექტებზე გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების და მიკვლევადობის წესის დარღვევა, მათ შორის ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე დაკლული ხორცი (ი.ხ) .

გამოვლენილი შეუსაბამობების გამო, ბიზნესოპერატორები კანონმდებლობის შესაბამისად დაჯარიმდნენ და საწარმოო პროცესი შეუჩერდათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო არალეგალური საწარმოების გამოვლენას მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს და მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, პროდუქცია არ აწარმოონ სავალდებულო აღიარების გარეშე და საქმიანობა მხოლოდ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვით განახორციელონ.

✕