დაწერილ 102 საჩივარს შორის, არსებითი ხასიათის ისეთი საჩივარი არ არის, რომელსაც შეუძლია, საარჩევნო პროცესზე რაიმე სახით ზეგავლენა მოახდინოს - გივი მიქანაძე

მიქანაძე

დაწერილ 102 საჩივარს შორის, არსებითი ხასიათის ისეთი საჩივარი არ არის, რომელსაც შეუძლია, საარჩევნო პროცესზე რაიმე სახით ზეგავლენა მოახდინოს, - განაცხადა ბრიფინგზე გივი მიქანაძემ.

„ქართული ოცნების“ დეპუტატის თქმით, რაც შეეხება მარნეულის საარჩევნო ოლქის, 69-ე უბანს, აღნიშნულთან დაკავშირებით ცესკოს თავმჯდომარემ განცხადება გააკეთა.

„ცესკოს თავმჯდომარემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რომ ამ უბნის შდეგები გათვალისწინებული არ იქნება და აღნიშნულ უბანში არჩევნების პროცესი შეჩერდა და შესაბამისად, ამ უბნის მოცემულობა არ იქნება ასახული საერთო შედეგებში“, - განაცხადა მიქანაძემ.

ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა მარნეულში, საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. კერძოდ, ვრცელდება მედიასა და ინტერნეტსივრცეში ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე განხორციელდა თითქოს საარჩევნო ბიულეტენების ჩაყრა საარჩევნო ყუთში.