დარწმუნებული ვარ, მაკალისტერის სიტყვა იყო კარგი სიგნალი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, რომ სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს - სოზარ სუბარი

სუბარი

დარწმუნებული ვარ, ბატონი მაკალისტერის სიტყვა იყო კარგი სიგნალი ევროპელი პოლიტიკოსებისთვის, კონკრეტულად იმ პარტიას ვგულისხმობ, რომ სამივე ქვეყანა იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თვითმმართველობისა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, გუშინ გამოქვეყნდა ღია მმართველობის ინდექსი, სადაც საქართველო არის არა მხოლოდ მოწინავე ქვეყანა, არამედ მსოფლიოში პირველ ადგილზეა აბსოლუტურად უმრავლესი კრიტერიუმით.

„როდესაც ვსაუბრობთ დამსახურებაზე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბუნებრივია, ძალიან ბევრი კრიტერიუმით შეიძლება ისევ შორს ვიყოთ იქიდან, რასაც ევროკავშირში წევრობა ითვალისწინებს, თუმცა მოცემულ პოლიტიკურ კონტექსტში მკაფიოდ უნდა თქვას ნებისმიერმა პასუხისმგებლიანმა პოლიტიკოსმა და განსაკუთრებით ევროპელმა პოლიტიკოსებმა, რომ თუ ვინმე იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ეს არის სწორედ ევროპა.

გუშინ გამოქვეყნდა ღია მმართველობის ინდექსი, სადაც საქართველო არის არა მხოლოდ მოწინავე ქვეყანა, არამედ მსოფლიოში პირველ ადგილზეა აბსოლუტურად უმრავლესი კრიტერიუმით. როდესაც ღია მმართველობის ინდექსზე ვსაუბრობთ, ეს არის სწორედ დემოკრატიის მაჩვენებელი, კორუფციასთან ბრძოლით კარგი მაჩვენებელი, მართლმსაჯულების მაღალი სტანდარტის მაჩვენებელი, სხვანაირად ვერ იქნება ქვეყანა მსოფლიოში პირველ ადგილზე ღია მმართველობის ინდექსში და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ამ საკითხებს მიაქცევენ ყურადღებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.