პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი. სააკაშვილი არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომლებიც ქართულ ციხეებში იხდიან სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები", - ასე გამოეხმაურა ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი EPP- ის გუშინდელ ყრილობას, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი.
„მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მიუსაჯა მას სამართლიანმა სასამართლომ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე უთხრა უარი სააკაშვილს, განეხილა საკითხი, რომელიც მის მიმართ თითქოს უღირს მოპყრობას ეხებოდა. ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი, ძალიან დიდხანს მოუწევს ამ სკამს ცარიელად ყოფნა და ყველაზე მტკივნეული რაც იყო, იმ დროს, როცა საქართველო, ქართველი ხალხი ელოდება კანდიდატის სტატუსის მიღებას, EPP ერთ სიტყვასაც არ ახსენებს სტატუსთან დაკავშირებით. ნათლად გამოჩნდა, რას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“, როცა ევროპაში დადის. ძალიან ცუდია, რომ EPP ნაცვლად მხარდაჭერისა საქართველოს ევროპული მისწრაფებების, „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით საპირისპიროს აკეთებს.
„მსგავსი დანაშაული და დანაშაულების ის კასკადი, რაც მან ჩაიდინა, ძალიან ცოტა ადამიანს აქვს ჩადენილი: ადამიანებზე თავდასხმა, ქუჩაში დახვრეტა, სიკვდილამდე მიყვანა დეპუტატების, ასეთ პირდაპირ ბრძანებებს აძლევდა. სააკაშვილი არის უბოროტესი დამნაშავე იმ დამნაშავეთა შორის, რომელიც ქართულ ციხეებში იხდის სასჯელს და ძალიან ცუდია, რომ ამას ვერ ხედავენ მისი ევროპელი თანამებრძოლები,“ - განაცხადა სუბარმა.