„დიდი ამბები იქნება… მალე გაიგებთ რომ…“ - გოგა მანია
1732310547
"მიხეილ სააკაშვილი თავისი გარემოცვის ზეწოლით ცდილობს, შეგნებულად გაიუარესოს მდგომარეობა, რომ მიაღწიოს შედეგს, დატოვოს საპატიმრო და ისევ და ისევ ავნოს ქვეყანას", - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„რასაც ვხედავთ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ,დიდი ნაწილი არის სპეკულაციები და აგრავაცია, როდესაც ეს ადამიანი მისი გარემოცვის ზეწოლით ცდილობს, შეგნებულად გაიუარესოს მდგომარეობა, რომ ამით რაღაც შედეგს მიაღწიოს. ეს ნამდვილად არ არის სწორი გზა არც მკურნალობის და მითუმეტეს, იმ შედეგის, რაც მას და მის გარემოცვას უნდა. შედეგი არის ერთადერთი, რომ მან დატოვოს საპატიმრო და ისევ და ისევ ავნოს ქვეყანას. ეს არ არის გზა, მან უნდა დაუჯეროს ექიმებს და მაშინ ყველაფერი იქნება კარგად. 100%-იანი ნდობა გვაქვს ჯანდაცვის სამინისტროსა და იუსტიციის სამინისტროს ჯანდაცვის დეპარტამენტის მიმართ, რომ ყველაფერს გააკეთებენ მაქსიმალურად თუ თვითონ დაემორჩილება ექიმების მოთხოვნებს თუ არ დაემორჩილება ამ შემთხვევაში მისი ბედი მის ხელშია“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ცნობისთვის, ყოფილი პრეზიდენტი, მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.