გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
"მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩვენ ყველა ნამუსახდილები ვართ. ჩვენ ტანკით გადაგვიარეს, არ შეიძლება ასე. ამიტომ მიშას ვუსურვებ მალე გამოჯანმრთელებას, ნიკას მალე გამოსვლას," - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ბუბა კიკაბიძემ კლინიკა "ვივამედში" საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, "საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მიხეილ სააკაშვილს თავდებში ნებისმიერ დროს ჩაუდგება".
"სააკაშვილი ძალიან სერიოზულად არის ავად. პრემიერს მინდა ვუთხრა, ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან და ნიკას დაჭერასთან დაკავშირებითაც. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ მას ახლა თავის პრობლემები ეწყება ძალიან სერიოზული, ჯობია თავის საქმეს მიხედოს და თავზე არ დაიმხოს ეს ცუდი ამბავი, რაზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ მიშასთან დაკავშირებით. ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი. ამიტომ, მე მგონი თუ კიდევ რაიმე აქვს ადამიანობის გაუშვებენ," - განაცხადა კიკაბიძემ.
ასევე ნახეთ:
👉 „დააძინა ოპოზიცია“ - თაკო ჩარკვიანი ნიკა მელიას აკრიტიკებს
👉 საომრად წასული ოკუპანტები უკრაინაში მარწყვის მკრეფავებად დასაქმდნენ - უკრაინული მედია