დაპირისპირება ოპოზიციაში - თამარ ჩერგოლეიშვილი კვლავ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და ამბობს, რომ ენმ-ს ორი თვეა ალიანსის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია

tamar chergoleishvili

ოპოზიციაში დაპირისპირება გრძელდება - "ფედერალისტების" ერთ-ერთი ლიდერი კვლავ "ნაციონალურ მოძრაობაზე" საუბრობს და აცხადებს, რომ ენმ-ს ორი თვეა ალიანსის საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. მათ შორის, პარტია არ ერთვება ალიანსის დაფინანსებაშიც.

"მე ვთვლი, რომ გაცილებით სწრაფად წავა ალიანსი წინ, ეს კაცი თუ გარეთ დარჩება. არც არის ახლა ["ნაციონალური მოძრაობა" ალიანსში], ორი თვეა არანაირი მონაწილეობა არაფერში არ მოუღია. ერთადერთი რასაც ითხოვდნენ, 26 მაისის აქციას რომ ვატარებდით, იქ სიტყვით გამოსვლა უნდოდათ... დამოუკიდებლობის დღე იყო და წიხლების რტყმას ხომ არ დავუწყებდით ფავლენას, სიტყვით არ გამოხვიდეო. არ არსებობენ საერთოდ არანაირი კონტრიბუცია, არც ფინანსური. ყველა პარტია შევდივართ ჩვენს წილს, არც მაგაში არ შემოსულან საერთოდ, არ არსებობენ ჩათვალე", - აცხადებს თამარ ჩერგოლეიშვილი.

განცხადება კიდევ ერთი მედიის საშუალებით გააკეთა პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ. სააკაშვილის პარტიის თავმჯდომარე განმარტავს, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციური ალიანსის დატოვებას არ გეგმავს.

"არ მინდა, რომ დავკავდე ტალახის სროლით. მიმაჩნია, რომ ყველა ვართ ერთნი ამ ბრძოლაში. ამ ეტაპზე არანაირი გადაწყვეტილება ოპოზიციური ალიანსის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

"არები" დაგვიწერონ. თუ ვიღაცას უნდა, რომ საშლელით იაროს, ვიღაც ამოშალოს და სხვა ჩახატოს, ეს მისი პრეროგატივაა, მე ხომ ვერ ავუკრძალავ ამას. ყველა საკანცელარიოში იყიდება საშლელი, არ არის პრობლემა", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.