დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილს საქართველოში ჯერ უნდა აეჭრა სიტუაცია, გახარიასა და ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში მოსულიყო, შემდეგ კი ქვეყანა ომში ჩართულიყო - ირაკლი კობახიძე

თავმჯდომარე

„დაგეგმილი იყო სცენარი: სააკაშვილი ჩამოვიდა, პირველ რიგში, იმისათვის, რომ საქართველოში საარჩევნოდ აეჭრა სიტუაცია. ამ სიტუაციის აჭრის მთავარი მიზანი იყო, ბუნებრივია, ხელისუფლების გადატრიალება და ამ ხელისუფლების გადატრიალების შემდეგ, სააკაშვილი, რომელიც მოდიოდა ხელისუფლებაში თავის პარტნიორებთან ერთად - გახარიასა და „ლელოსთან“ ერთად, ის უკვე ერთვებოდა ომში საქართველოს სახელით", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"ეს იყო ჩვენი ლოგიკური დასკვნებით, ინფორმაციაზე დაყრდნობით ვამბობთ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა. ეს იყო დაგეგმილი სცენარი, რაც „ომის პარტიას“ ჩაეშალა. ამ მიზნით შემოვიდა ის საქართველოში, რომ ჯერ აქ აეჭრა სიტუაცია, მოსულიყო სააკაშვილი გახარია-ხაზარაძესთან ერთად ხელისუფლებაში და ხელისუფლებაში მყოფი სააკაშვილი ჩართულიყო ომში. 2008 წელს მან თავის მიზნებს ბოლომდე ვერ მიაღწია, მხოლოდ გორში და სენაკში შემოიყვანა რუსული ტანკები, ის ახლა ეცდებოდა თბილისშიც გვენახა რუსული ტანკები. ეს გეგმა ჩვენ ჩავუშალეთ მას, სახელმწიფო დადგა მოწოდების სიმაღლეზე და სააკაშვილი ჩაჯდა იქ, სადაც იყო მისი ადგილი. „ომის პარტიას“ გეგმა ჩაეშალა“, - განაცხადა კობახიძემ.