პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისგან უკრაინაში ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას არ მოელის. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ პუტინს საკმარისი პოლიტიკური სივრცე და მხარდაჭერა აქვს რუსეთში, რათა შეძლოს უკან დახევა და უკრაინიდან გასვლა.
კითხვაზე, მოელის თუ არა, რომ პუტინი ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენებას განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ უფრო მეტ სამხედრო წარუმატებლობას განიცდის უკრაინაში, ბორის ჯონსონმა უპასუხა, რომ არ ფიქრობს, რომ ეს მოხდება.