„გიორგი მამარდაშვილზე რატომ აგიგორეს ჭორი...“ - რას პასუხობს ალექსანდრა პაიჭაძე გამომწერებს
1744832942
უცხოური გრანტის მიღებას მთავრობის თანხმობა დასჭირდება, თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აკრძალული იქნება და ამ შემთხვევაში სუბიექტს პასუხისმგებლობა დაეკისრება.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განმარტებით, ევროკავშირში უცხოურ, საგარეო ჩარევებზე ხისტად რეაგირებენ და ამ კანონის მიღებით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მიზანი, რომ საქართველოში მსგავსი ტიპის ჩარევები თავიდან აირიდოს.
"დაფინანსება, რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება კეთილ საქმესაც ხმარდებოდა, მაგრამ დიდი ნაწილი ხმარდება არაკეთილ საქმეს, რევოლუციის მოწყობას. აი ამ პროცესის აღკვეთა უნდა მოხდეს, არ იყოს ისე, რომ თანხა, რომელიც შემოედინება, გამოყენებული არის იმგვარი საქმიანობისთვის, რომელიც პრობლემებს ქმნის პოლიტიკური, საზოგადოებრივი, სამოქალაქო, საარჩევნო თუ სხვადასხვა ტიპის სფეროებში. თქვენ იცით ევროკავშირშიც როგორ ხისტად რეაგირებენ უცხოურ, საგარეო ჩარევებზე, ისეთი ტიპის ჩარევებზე, რომლებიც არ არის საზოგადოების თუ ქვეყნის ინტერესებში. ზოგადად, ეს მცდელობა და მიზანი დღეს საქართველოს ხელისუფლებასაც აქვს და ეს გასაკვირი არ არის.
ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ თუ ვიღაცებს აქვთ სურვილი, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარი შეაყარონ, სირაქლემას პოზიციაში ჩადგნენ, ჩვენ რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ გულ-ხელ დაკრეფილებმა ვუყუროთ ამ პროცესს, როგორ ხდება კიდევ ერთი "მოლოტოვის კოქტეილის" სროლა, სროლის მომზადება, შტურმის მომზადება. საზოგადოებამაც არაერთხელ ნახა აკერმანების და მსგავსი ტრენინგები. ერთი შეხედვით გაცხადებული სურვილი იყო, რომ ემზადებოდნენ თუ მხარს უწერდნენ პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციურ განვითარებას და რეალურად, აღმოჩნდა, რომ ამზადებდნენ იმ ჯოჯოხეთს, რაც ვნახეთ პარლამენტის წინ", - განაცხადა მახაშვილმა.
"ქართულ ოცნებას" "გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილებები შეაქვს. პროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. ინიციატივის მიხედვით, მთავრობას ათდღიანი ვადა აქვს თანხმობის გასაცემად, თუ მთავრობის გადაწყვეტილება გასაჩივრდება ეს მის მოქმედებას არ გააჩერებს. კანონი ადგენს გამონაკლისსაც, ეს არის სპორტული ასოციაცია, ფედერაცია და კომიტეტი, განათლების და მეცნიერების სფერო, ასევე წესი არ გავრცელდება საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებზე.