დაბრუნდება თუ არა ბაჩო ახალაია პოლიტიკაში - ყოფილი მაღალჩინოსნის განმარტება

ახალაია

ბაჩო ახალაიამ 9-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ის პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს.

„რამე განსაკუთრებული არ მაქვს სათქმელი, დაღლილი ვარ ძალიან, გამოფიტული ვარ. რას არ ვაპირებ ის შემიძლია ვთქვა - პოლიტიკოსობას ნამდვილად არ ვაპირებ, ეგ არ არის ჩემი საქმე.

ჩემი ოჯახია ჩემი მიზანი, ცოტა ფეხზე მინდა დადგომა. მე ამ ქვეყანას კეთილსინდისიერად ვემსახურე, სხვა არაფერი მიკეთებია. ვის რა როგორ ესმის, ეს სხვა საკითხია“, - განაცხადა ახალაიამ.

„ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებთან ერთად, რუსთავის საპატიმროსთან პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელიაც მივიდა, თუმცა, ბაჩო ახალაიასთან პირისპირ შეხვედრა ვერ მოახერხა, რადგან ახალაიამ ტერიტორია მალევე დატოვა. 

„ადამიანი სამარტოო საკანში 10 წელი იყო. ჩემი ადამიანური სურვილი იყო, რომ აქ სოლიდარობის ნიშნად ვყოფილიყავი, მიუხედავად იმისა, რომ მასთან არ მაკავშირებდა არც ნაცნობობა, არც უფრო ახლო ურთიერთობა. 10 წელი წარმოიდგინეთ სამარტოო საკანში, ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა მელიამ ჟურნალისტებთან სუაბრისას.

ნახეთ ვიდეო