ჩვენი პრემიერ-მინისტრი სანთლით საძებნი კაცია, მას აქვს სანდოობა, განათლება და კულტურა - ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ

კობახიძე და ივანიშვილი

"ქართული ოცნება" დემოკრატიული საქართველოს საპატიო თავმდჯომარემ ბიძინა ივანიშვილმა, საარჩევნო უბნებს დახურვის შემდეგ, პარტიის ოფისში მიმდინარე მხარდამჭერებთან შეხვედრაზე, მმართველი გუნდის გამარჯვებაზე ისაუბრა და სიტყვით გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეზე ისაუბრა.

ივანიშვილის თქმით, პრემიერი არის სანდო, განათლებული და კულტურული ადამიანი.

"ლიდერები, რომლებიც დღეს წარმოდგენილები არიან, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილია. დავიწყებ პრმეიერ-მინისტრით, სანთლის საძებნი კაცია. სანდოობა, განათლება, კულტურა, ყველაფერი აქვს. ვუყურებ ამათ და მიხარია, გუნდში უამრავი წარმატებული წევრი გვყავს," - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.